21 მარტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა სახვითი ხელოვნების გამოფენა ,,გაზაფხული 2017".
გამოიფინა 75 ავტორის მიერ შესრულებული ნამუშევრები. შერჩეული ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობითა და მრავალფეროვნებით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით.
სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა კატალოგი, რომელიც გვაცნობს ძველი და ახალი თაობის ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, რაც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის სახვითი ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვრებზე.
გამოფენა გაგრძელდება 29 მარტამდე.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია