გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ 75 ავტორის მიერ შესრულებული მრავლფეროვანი ნამუშევარი. შერჩეული ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობითა და მრავალფეროვნებით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა კატალოგი, რომელიც გვაცნობს ძველი და ახალი თაობის ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, რაც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის სახვითი ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვრებზე.
გამოფენაზე დასწრება უფასოა და შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გამოფენა გაგრძელდება 29 მარტამდე.