2016-afisha-gio

გამოფენა ,,გაზაფხული 2016"

1 აპრილს 19:00 ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა ,,გაზაფხული 2016".

გამოიფინება 58 ავტორის, საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების მხატვრების ნამუშევრები.

წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი კატალოგი, რომელიც გვაცნობს ძველი და ახალი თაობის ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, რაც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის სახვითი ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას საქართველოში და საზღვაგარეთ მოღვაწე მხატვრებზე.

გამოფენა გაგრძელდება 7 აპრილამდე