საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული დავით ჯავრიშვილის მიერ მოძიებული და დამუშავებული სამეცნიერო სახის ნაშრომების მიხედვით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოსცა „ქართული ხალხური ცეკვის“ 756 გვერდიანი კრებული.
კრებული საკამაოდ მოცულობითი სამეცნიერო პოპულარული გამოცემაა; კრებულში შესულ, მეცნიერულად დამუშავებულ, მასალას თანდართული აქვს ცეკვის ნახაზები, ილეთების გრაფიკული ნახატები პირობითი ნიშნებით, ასევე ცეკვების მუსიკალური თანხლების ნოტები და ფოტოსურათები. წიგნს დართული აქვს მდიდარი სალექსიკონო მასალა.
კრებულის ეკლექტური აგებულებიდან და მასალის მოცულობიდან გამომდინარე გამოცემაზე მუშაობა მიმდინარეობა 2 წლის მანძილზე.
კრებულის „ქართული ხალხური ცეკვა“ პრეზენტაცია იგეგმება 2018 წლის სექტემბერში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში.
შემდგენლები: უჩა დვალიშვილი, ბაია ასიეშვილი
რედაქტორი: ბაია ასიეშვილი
პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო ლობჟანიძე