გამოიცა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის უნიკალური ანთოლოგიის რვატომეული
ანთლოგიაში თავმოყრილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გამოცემულ თუ ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები. საგალობელთა რედაქტირებასთან ერთად ანთოლოგიაში მაქსიმალურადაა წარმოჩენილი დედნისეული თავისებურებები.
გამოცემა ეძღვნება საქართველოს ავტოკეფალური, მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი - სვიმონ ჯანგულაშვილი. პროექტის მუსიკალური რედაქტორები - ლევან ვეშაპიძე და სვიმონ ჯანგულაშვილი . რვატომეული გამოიცა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობისა“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარადჭერით. I და VIII ტომი დააფინანსა თბილისის მერიამ.
პროექტი 2015 წელს დაიწყო და ყოველწლიურად იგეგმება რამდენიმე ტომის ერთდროულად გამოცემა. უახლოეს დღეებში ანთოლოგიის რვატომეულის პრეზენტაცია გაიმართება.