პროექტის მიზანს წარმოადგენს გაბრიელ გარაშვილის სოლიდური პოეტური კრებულის შედგენა და გამოქვეყნება; კრებულს დართული ექნება შესავალი წერილი, დღიურებისმაგვარი ავტორისეული მინაწერები, ლექსიკონი და ფოტოსურათები.
აღნიშნული კრებულის გამოსაცემად მომზადებას წინ უძღოდა ორწლიანი შრომატევადი სამუშაო; 2015 წელს მოხდა მასალის მოძიება-შეგროვება, რომელიც განახორციელა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ და მოწვეულმა სპეციალისტმა, პროფესორმა ამირან არაბულმა. 2016 წელს მოხდა მოძიებული მასალის დახარისხება (სამუშაო შეასრულეს ე.თათარაიძემ და ა. არაბულმა) და ეტაპობრივად, ელექტრონული ვერსიის მომზადების პროცესის წარმოება.
აღნიშნული გამოცემა ეძღვნება გაბრიელ გარაშვილის 88 წლის იუბილეს.