File_001 copy

ბათირა არაბული წიგნის პრეზენტაცია

22 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ბათირა არაბულის წიგნის - „ბათირა არაბული - მითებში შობილთა მემკვიდრე" - პრეზენტაცია.
ეს წიგნი „რიჟა" ბათირას ფიქრიანი განსჯის შედეგია, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული. მასში შესულია მისი ლექსები, წერილები, ჩანაწერები. მხოლოდ და მხოლოდ (შვიდი) არაბულის მოგონებები და ტარიელ ფუტკარაძის ორი წერილი ხევსურეთის შესახებ. სარედაქციო საბჭო: ამირან არაბული, ბაღათერ არაბული, ტარიელ ფუტკარაძე. ფოლკლორული მასალა დაიბეჭდა ამირან არაბულის რედაქტორობით.
ეს წიგნი დასტურია იმისა , რომ „მხოლოდ ადამიანის წარმავალი მეხსიერების იმედათ არ უნდა დარჩეს ბათირას სახელი".

დასაწყისი 16:00 საათზე