_DSC1264

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - გიორგი დონაძის მილოცვა

,,ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო, აღმზრდელებო გილოცავთ საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანებისა და ბავშვთა დაცვის  დღეს. ყოველი დღე თქვენ გეკუთვნით... ჩვენი, უფროსების, ვალია თქვენზე ზურვა, ურთიერთგაგება, პატივისცემა, თქვენი აზრების მოსმენა, დაფასება, პრობლემების გაზიარება, სურვილების შესრულევა, დროის დათმობა, ნამდვილი მეგობრობა...


ჩვენ მგონი ორმხრივი ურთიერთობის ოქროს გასაღები ვიპოვეთ სალოტბარო სკოლების სახით. თქვენ გულწრფელად გიყვართ უნიკალური ქართული სიმღერა-გალობა. უსურვილოდ, უსიყვარულოდ არც იმღერებდით და არც იგალობებდით - ამისათვის დიდი მადლობა! ძალიან გვეამაყებით, გვიყვარხართ, გვეიმედებით - თქვენ ხართ ქართული ტრადიციული კულტურის გამგრძელებლები და მომავლის ხმები“ - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.


1950 წლის 1 ივნისიდან ცივილიზებული მსოფლიო აღნიშნავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. 70 წლის წინ მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი მობილიზდა ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად.


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის დაწესების მიზანია: ზრუნვა ბავშვის განათლების, ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდის განვითარებისათვის.


დღეისათვის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 30 სალოტბარო სკოლაში 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას.