BADRI-VADACHKORIA---90x60

ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა

2018 წლის 8 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ფოტოჟურნალისტის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოების გამოფენა (XX საუკუნის 80-90-იანი წლები). გამოფენა ტარდება კვირეულის - ,,ქოლგა თბილისი ფოტო 2018-ის" - ფარგლებში.
ბადრი ვადაჭკორია: ცნობილი ჟურნალისტი, ფოტოჟურნალისტი, მოგზაური, სახელმწიფო პრემიის, ,,ოქროს ფრთისა" და პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის პრემიის ლაურეატი. თექვსმეტი წიგნის (ალბომის) ავტორი და გამომცემელი. ასევე, ,,პალიტრა L-თან" ერთად, თორმეტი ალბომის - ,,ჩემი საქართველოს" - თანაავტორი.
ბადრი ვადაჭკორია საქართველოსა და საზღვარგარეთ მრავალი პერსონალური ფოტოგამოფენის ავტორია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით მოწყობილმა გამოფენებმა - ,,ეს საქართველოა" - უცხოეთში დიდი მოწონება დაიმსახურა.



გამოფენა გაიხსნება 19 საათზე
დაიხურებება 11 მაისს