7 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ახალქალაქის წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგთა და კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა.
გამოიფინება თექისა და ფარდაგის ტექნიკით შესრულებული 20-მდე ავტორის სხვადასხვა სახეობის ექსპონატი. ასევე კოლეჯის სტუდენტთა ექსპედიციის დროს ჯავახეთში გადაღებული ფოტომასალა.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 21 ნოემბერს
