a59195b

აჭარული აუდიო ჩანაწერები

4 ნოემბერს ბათუმში, ბიბლუსი გალერეაში ,,აჭარული ტრადიციულიმუსიკის კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. აჭარული ხალხური სიმღერისა და ცეკვის, როგორც ქართული მუსიკალურიფოლკლორის ერთ-ერთი ორიგინალური და მნიშვნელოვანი შენაკადის, ტრადიციების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით, პროგრამის ,,ფოლკლორისხელშეწყობაფარგლებში მომზადდა და გამოიცა 4 დისკისაგან შემდგარი ჩანაწერების კრებული - ,,აჭარულიტრადიციული მუსიკა“. დისკში წარმოდგენილი მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად ქვეყნდება.

პროექტის ფარგლებში დამუშავდა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებისა დატრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ფონდებში დაცული საექსპედიციო ჩანაწერები, შეიკრიბა ფოლკლორული ანსამბლების მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული აჭარული ნიმუშები. ჩანაწერების კრებული მომზადდა და გამოიცა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტი სსამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი ძალისხმევით.