Folk_Poster_shexverdebi_001

აჭარის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა

7 მაისს, 16 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სცენტრისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით, ეგიდით - ,,აჭარის ტრადიციული კულტურის დღე" - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი: ,,მთიანი აჭარის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა", ,,ჭიბონისა და მეჭიბონეების ტრადიცია აჭარაში" (2014 წლის საქართველოს ფოლკლორის სახ. ცენტრის საექსპედიციო მასალების საფუძველზე).

აჭარა, საბედნიეროდ, საქართველოს ერთ-ერთი იმ კუთხეთაგანია, სადაც ყოფაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ცოცხალი ფოლკლორი და ეთნოგრაფია. ამდენად, აჭარა, განსაკუთრებით, მისი მთიანეთი, ამ მხრივაც საინტერესო და გამორჩეულია. შესაბამისად, მომხსენებელთა თემებიც აჭარის ფოლკლორს (სამუსიკო ფოლკლორი, ზეპირსიტყვიერება და გამოყენებითი ხელოვნება), ეთნოგრაფიას, დიალექტოლოგიას, სახალხო დღესასწაულებს, ემიგრანტი და მუჰაჯირი ქართველების (აჭარლების) მემკვიდრეობას ეხება.

მონაწილეობენ: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე მეცნიერები, ეთნომუსიკოლოგები - თბილისიდან.

მოეწყობა გივი ნახუცრიშვილის ფოტოგამოფენა ,,მთიანი აჭარის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა თანამედროვეობაში". ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი - ,,ხიხაძირის ქვაბული". შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი ,,შუახევი" (ხელმძღვანელი ლოლიტა თურმანიძე) შეასრულებს აჭარულ ხალხურ სიმღერებს.