
აუდიოალბომი "სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი"
9 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა მგალობელ-მომღერალთა გუნდ ,,დიდგორის" რიგით მესამე აუდიო ალბომის წარდგენა. ალბომში - ,,სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი" შესულია სიმღერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ალბომი ჩაიწერა სტუდიაში ,,მრავალჟამიერი". ალბომი გამოიცა ფონდ ,,ქართული გალობის" ფინანსური მხარდაჭერით.