21 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „გალერეაში“ გაიხსნება არაპროფესიონალი მხატვარების: მაკა ხეჩინაშვილის, ირაკლი კიკილაშვილისა და გალინა ხიმშიაშვილის ნამუშევრთა ჯგუფური გამოფენა.
გამოიფინება 130-მდე ფერწერული, გრაფიკული, ორიგინალური ჟანრის ექსპონატი და რამდენიმე გობელენი.
სამივე ავტორს თავ-თავიანთ ჟანრში აქვთ ორიგინალური მიგნება და საინტერესო ხედვა. მათს ნამუშევრებში იგრძნობა ძველი ტრადიციული, გრაფიკული, შემოქმედებითი და ტექნიკური ხერხების მორგება თანამედროვეობასთან, ასევე ექსპერიმენტი, მუდმივი ძიება ფორმებში, მასალასა თუ კომპოზიციაში .
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 30 ივლისს
