cee02be3-8aa8-4af1-8561-64f5f2325415

ანჩისხატის გუნდი ქრისტიანული კულტურის მე-19 ფესტივალზე

8-22 ნოემბერს პოლონეთის ქ. ლოძში მიმდინარეობს ქრისტიანული კულტურის მე-19 ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდა ანჩისხატის გუნდი. 14 ნოემბერს ანჩისხატელებმა გამართეს ორგანყოფილებიანი სოლო კონცერტი. შეასრულეს ქართული ტრადიციული საეკლესიო საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერები. გუნდის გამოსვლამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.