ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,შავნაბადამ" სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე ევროკავშირის ჰიმნი (ვერსიის ავტორი – კომპოზიტორი მიშა მდინარაძე) და ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. ანსამბლის ხელოვნებამ ფორუმის მონაწილენი და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ულოცავს ანსამბლს საყოველთაო აღიარებასა და წარმატებას, უსურვებს მას შემოქმედებით წინსვლას.