2016 წლის 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. ლაიფციგში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჩატარდა ანსამბლ ,,შავნაბადას" კონცერტი.
საღამო გაიმართა ცნობილი ფესტივალის - a cappella-ს ფარგლებში. მასში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონცერტის შესავალ ნაწილში შედგა საუბარი ანსამბლის წევრებთან ქართული ფოლკლორის, პოლიფონიისა და კულტურის შესახებ.
29 მაისს ანსამბლი კვლავ წარდგა მსმენელის წინაშე, ფესტივალის საზეიმო დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტზე, ლაიფციგის გევანდჰაუზის დარბაზში.
Copyright DREIECK MARKETING Holger Schneider