10629755_1534409133441503_6549335877619308007_n

ანსამბლ „ფაზისის“ CD ალბომი

18-22 აგვისტოს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი გივი აბესაძე და ხმის რეჟისორი არჩილ ბურჭულაძე მივლინებული იყვნენ ფოთში ფოთის ფოლკლორული ანსამბლის „ფაზისის“ რეპერტუარის ჩასაწერად და CD ალბომისათვის მასალების მოსამზადებლად (ხელმძღვენლი იროდი ტიკარიძე). ექსპედიციამ ჩაიწერა ფაზისის რეპერტუარიდან 15 სიმღერა. ფოლკლორის ცენტრის არქივს ჩაბარდა 3GB ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა. ანსამბლ „ფაზისის“ აუდიოალბომი პირველი გამოცემა იქნება ანსამბლის არსებობის 45 წლის განმავლობაში.
„ფაზისის“ აუდიოალბომი წლის ბოლომდე გამოიცემა.