2

ანსამბლ ,,მოყვარეს" აუდიოალბომის წარდგინება

9 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ფოლკლორულ ანსამბლ „მოყვარეს“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია (საექსპედიციო ჩანაწერები). გამოცემა ეძღვნება ქართული ფოლკლორის მოამაგეს, ანსამბლის უხუცეს წევრსა და ლოტბარს, თურმანიძეთა მომღერალი გვარის ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებელსა და დიდი ოჯახის უფროსს - ამირან თურმანიძეს. წარდგინებაზე ანსამბლმა „მოყვარემ“ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.