2017 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  გაიმართება ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ  ,,იალონის"     მიერ  2016 წელს  განხორციელებული  რეგიონული პროექტის შედეგების პრეზენტაცია.
ნაჩვენები იქნება საკონცერტო ტურნეს ამსახველი დოკუმენტური ფილმი - ,,ფოლკლორული ჩანახატები“ და ლევან მახარაძის ფოტოგამოფენა. წარდგინება-კონცერტში მონაწილეობენ ის ანსამბლები, რომლებთანაც პროექტის ფარგლებში ითანამშრომლა  ,,იალონმა":  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა ანსამბლი ,,იანარი" , ოზურგეთის გოგონათა ანსამბლი ,,რეხეული" , ქუთაისის გელათის აკადემიასთან არსებული ვაჟთა და გოგონათა გუნდი ,,იადგარი",  შუახევის  მუნიციპალიტეტის  ანსამბლები  ,,შუახევი“ და   ,,ფესვები".  კონცერტის საპატიო სტუმარი - ტრიო  ,,შალვა ჩემო".            
 
 
        
        