23755588_655332337924285_6266392853951805790_n

ანსამბლ ელესას აუდიოალბომის პრეზენტაცია

30 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობა“ გამართავს ანსამბლ „ელესას“ მეორე აუდიოალბომის წარდგენას.

„ელესა“ უპირატესად ტრადიციულ აჭარულ ნიმუშებს ასრულებს. მისი შემოქმედებითი ამოცანა მშობლიური კუთხის მარგალიტების მოძიება, შესწავლა და პოპულარიზაციაა, რომლებსაც ანსამბლის წევრები საარქივო ჩანაწერებიდან და ადგილობრივი ხანდაზმული მომღერლებისგან სწავლობენ. წლების მანძილზე ელესას რეპერტუარში აჭარული სიმღერის არა ერთი იშვიათი ვარიანტი დამკვიდრდა. მათ საშემსრულებლო სტილს, უპირველეს ყოვლისა, პირველწყაროსთან მაქსიმალური სიახლოვე განსაზღვრავს. ამასთან, ახალგაზრდები ცდილობენ, წინაპართა დანატოვარი საკადრისად წარმოაჩინონ. აჭარულისათვის დამახასიათებელ საშემსრულებლო მანერასა და ხასიათს კი მათი წარმომავლობა, ფესვებთან კავშირი ბუნებრივად განაპირობებს.