4 აპრილს მგალობელ-მომღერალთა გუნდი დიდგორი საფრანგეთში მიემგზავრება. ანსამბლი კონცერტებს გამართავს ბრეტანისა და ნორმანდიის რეგიონებში - რენი, ბოველი, ფუჟერი და კანი (კაენი). ტურნეს ფარგლებში ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს ბოველის ტრადიციულის სიმღერის 21-ე ფესტივალში. კონცერტებთან ერთად ანსამბლის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასებს სადაც მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერები.
ტურნეს პირველივე დღეს ანსამბლი შეხვდება ქალაქ კანის (კაენი) ქართულ მოსახლეობას და მათვის გამართავს კონცერტს.
ერთ კვირიანი ტურნე საფრანგეთში დასრულდება 11 აპრილს.
www.lagranjagoul.fr/l-actualite/enoctobre
ასევე,
16 აპრილს ანსამლ დიდგორის მცირე შემადგენლობა გაემგზავრება დიდ ბრინატენეთში, ლონდონში, სადაც მონაწილეობას მიიღებს "ნამდვილი ღვინის ფესტივალში" (The Real Wine Fair 2016). ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული დღე, სადაც წარმოდგენილი იქნება ათობით ქართველი მეღვინე, ქართული სამზარეულო და ქართული ტრადიციული მუსიკა.
www.therealwinefair.com/