13235667_10153439861637085_2887249600013397719_o

ანსამბლი „რუსთავი" ტაივანში

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მომღერალთა გუნდი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გასტროლისთვის ემზადება. სულ მალე, „რუსთავს“ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, მისი ძველი მეგობარი, ლეგენდარული „ქლაუდ გეითი“ თავის მშობლიურ ტაივანში უმასპინძლებს. მასპინძელ მხარეს წარმოადგენს სახელოვანი ქორეოგრაფი ლინ ჰვაი-მინი.
კონცერტები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქ.ტაიპეის გარდა, ასევე დაგეგმილია ქალაქებში: ნანტოუ, კაოჰსიუნგი, მიაოლი, ტაოიუანი.