10310546_1497277667154650_6550794302826288491_n

ანსამბლი "იალონი" პოლონეთში

10-18 მაისს მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,იალონი“ იმყოფებოდა მართლმადიდებლური მუსიკის ფესტივალზე პოლონეთის რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში (ჰაინოვკა, ბილიასტოკი, მიხაილოვო). პროფესიონალი თუ მოყვარული პოლონელი მაყურებლისათვის უკვე კარგა ხანია ცნობილია ქართული ტრადიციული მუსიკა. “იალონის“ გამოსვლამ დააინტერესა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნის გუნდების, ჟიურის წევრებისა თუ საზოგადოების მხრიდან. ფესტივალის ფარგლებში, საუკეთესო გამომსვლელთა შორის, კომპაქტდისკად გამოიცა ,,იალონის“ საკონკურსო გამოსვლა (ჩანაწერი) და გუნდს მიენიჭა „გამორჩეულის“ სტატუსი.
ამგვარ ფესტივალში მონაწილეობა ზრდის გუნდის შემოქმედებით უნარს, აფართოვებს თვალსაწიერს და წარმოაჩენს ქართული ტრადიციული მუსიკის როლს მსოფლიო მუსიკალურ კულტურაში.