ElesaKeda-_Buklet_2016_final_Page_01

ანსამბლი ,,ელესა" - 25

ქედის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“ 25 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 29 ოქტომბერს ქედის კულტურის ცენტრში ანსამბლის სოლო კონცერტი და პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მომზადდა და ქედის მუნიციპალიტეტის თანადგომით გამოიცა ანსამბლის პირველი აუდიოალბომი. ,,ელესას" რეპერტუარიდან შვიდი სიმღერა შეტანილია აჭარის ავტონომიური რესუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემულ აუდიოალბომში ,,აჭარული ხალხური სიმღერები“ (2013).