16 ოქტომბრიდან 4 ნოემბერამდე, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონცერტო ტურნეს მართავს.
ტურნეს ფარგლებში, 25-29 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში პირველად განხორციელდება მუსიკალურ-ნოვატორული პროექტი აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტის, კომპოზიტორის გიორგი მიქაძისა და "ბასიანის" ერთობლივი მონაწილეობით. პროექტის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში - "ShapeShifter Lab" არის დაგეგმილი.
ტურნეს ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში ვორკშოფები ჩატარდება. ტურნეს აწყობს ცნობილი ამერიკული საპროდიუსერო კომპანია David Eden Productions, რომელიც "ბასიანთან" 2010 წლიდან თანამშრომლობს.
