გამცემლიძე

ანრი გამცემლიძის პერსონალური გამოფენა

17 აპრილს  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის ანრი გამცემლიძის პერსონალური გამოფენა.
გამოიფინება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული სამოცდახუთი ფერწერული ტილო.
ანრი გამცემლიძე პროფესიით ვეტექიმია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით. გაჯერებულია ზომიერად შეზავებული მსუყე და კოლორიტული ფერებით.
მხატვარი ხშირად მონაწილეობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  გამოფენებში.

გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე.
დაიხურება 23 აპრილს