8

ანზორ თოდრიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

2017 წლის 31 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა მხატვარ ანზორ თოდრიას პერსონალური გამოფენა. ანზორ თოდრია უაღრესად საინტერესო მხატვარია თავისი სტილით, იდეით, ინდივიდუალური ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით. კომპოზიციები გამოირჩევა პროსფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით. შემოქმედის პალიტრა ჟანრობრივად მრავალფეროვანია: პეიზაჟი, ნატურმორტი, კომპოზიცია.

ნამუშევრების დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 6 ივნისის ჩათვლით.