2017 წლის 31 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება მხატვარ ანზორ თოდრიას პერსონალური გამოფენა.
ანზორ თოდრია უაღრესად საინტერესო მხატვარია თავისი სტილით, იდეით, ინდივიდუალური ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით. კომპოზიციები გამოირჩევა პროსფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით. შემოქმედის პალიტრა ჟანრობრივად მრავალფეროვანია: პეიზაჟი, ნატურმორტი, კომპოზიცია.
ანზორ თოდრია 1972 წლიდან არის საქართველოს მხატვართა საერთაშორისო კავშირის წევრი, მრავალი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე და ლაურეატი. მისი მრავალი ტილო დაცულია კერძო კოლექციებში.
ნამუშევრების დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 6
ივნისის ჩათვლით.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე