ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, აგრძელებს მუშაობას, ეთნომუსიკოლოგ თამარ მამალაძის არქივზე
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, აგრძელებს მუშაობას, ეთნომუსიკოლოგ თამარ მამალაძის არქივზე. მიმდინარე წელს გაციფრდა და დამუშვდა მამალაძის ხელნაწერები: საექსპედიციო დღიურები, საველე კვლევების ანგარიშები და სამეცნიერო ნაშრომები. გაიშიფრა ადიღეს, სამეგრელოსა და სვანეთის ექსპედეიციების მასალები, ჩატარდა ექსპედიციები - „თამარ მამალაძის ნაკვალევზე“ -საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; დამუშავდა მამალაძის მიერ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მაგნიტურ ფირებზე ჩაწერილი ხმოვანი მასალა. მომდევნო წელს, ფოლკლორის ცენტრი,თამარ მამალაძის არქივის გამოცემას გეგმავს.