მთიულური, ფშაური, ხევსურული, მოხეური და თუშური ცეკვის მასტერკლასში მონაწილეობას 130 მსურველი შეძლებს.
უძველესი დროიდან დღემდე შემონახულ აღმოსავლეთ საქართველოს მთის საცეკვაო ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს ნუგზარ ჯიქური, ნანა ხარანაული, ნინო მენთეშაშვილი და მარი ხაჩიძე ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში შეასწავლიან.
პროექტის ხელმძღვანელია ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუს პროფესორი უჩა დვალიშვილი.
მასტერკლასის მსვლელობისას ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, მოცეკვავეები და სტუდენტები პრაქტიკულ და კვალიფიციურ გამოცდილებას მიიღებენ. მოეწყობა უნიკალური ვიდეოჩანაწერების ჩვენება, გაიმართება დისკუსია. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
მაღალი ინტერესის გამო ფოლკლორის ცენტრი პროექტს წელიწადში ორჯერ ატარებს.
მონაწილეთა სია