aidiocover

აიდიო • Aidio

ანსამბლი "აიდიო" 2007 წელს ჩამოყალიბდა ბათუმის კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობის ბაზაზე. ანსამბლის რეპერტუარშია ქართული ფოლკლორის სხვადასხვა დიალექტის, ჟანრული სისტემის განსხვავებული ნიმუშები.
ანსამბლის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ აჭარული, ლაზური და შავშური ფოლკლორის ნიმუშების შესწავლას.
"აიდიოს" დებიუტი შედგა 2007 წელს ფოლკლორის და სასულიერო მუსიკის ბათუმის II ფესტივალზე. ანსამბლი მოგზაურობს აჭარის რეგიონებში (ხულო, ქედა), მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებით პროგრამებში და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში.
ანსამბლის წევრები არიან ლოლიტა სურმანიძე, ლალი ბერიძე, ცისნამი თურმანიძე, თამილა ბოლქვაძე, ვერა კვაჭაძე, სალომე თურმანიძე და ინგა ცისკარიძე.