Folkloris saxelmcifo centri_logo_Cir_FIN (1)_001

ავთანდილ თათარაძის წიგნის პრეზენტაცია

31 მაისს- საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ავთანდილ თათარაძის წიგნის - ,,ქართული ხალხური ცეკვა” - პრეზენტაცია. წიგნი შედგენილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების (დედნების) მიხედვით.
კრებულში შესულია ავტორის მიერ ჩაწერილი ყველა სვანური და რაჭული ფერხული, ქართული ცეკვის ილეთთა ტერმინოლოგია, დადგმული ცეკვები და ლექსიკონი. რაჭული ფერხულები მთლიანად და დადგმული ცეკვები პირველად გამოქვეყნდება.