afisha (1)

ავთანდილ დათიაშვილის პერსონალური გამოფენა

23 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი ნაივი მხატვრის ავთანდილ დათიაშვილის პერსონალური გამოფენა.
ავთანდილ დათიაშვილი დაიბადა ველისციხეში. პროფესიით ინჟინერ-მეტეოროლოგი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ასტრახანის ოკეანოლოგიის განყოფილებასა და გურჯაანის სეტყვასთან ბრძოლის სამსახურში. ამჟამად იგი ველისციხის საშუალო სკოლის პედაგოგია, გატაცებულია ძალოსნობით, ჭადრაკითა და ფოტოხელოვნებით. მხატვარი მრავალი რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენის მონაწილეა. მის ტილოებში იგრძნობა მშობლიური კუთხის დიდი სიყვარული. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ასამდე ფერწერული ტილო.
დასაწყისი 19:00საათზე.
გამოფენა გაგრძელდება 3 მარტამდე.