12032992_1042622249105020_8795367171285056699_n

,,ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი” –ძეგლის წარდგენა UNESCO- ში

ვინაიდან, ,,სვანური ზარი" არის ქვეყნის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების ერთ-ერთი უნიკალური ფენომენი, რომელიც ჯერ კიდევ ყოფაში გვხვდება, არსებობენ მისი ცოცხალი მატარებლები (შემსრულებლები) და სამომავლოდ, გაქრობის საფრთხე დაემუქროს, საჭიროებს სასწრაფოდ ვიზრუნოთ პრევენციული ზომების მიღებაზე; საქართველო კონვენციას შეუერთდა 2007 წელს, რითაც სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდა თაობისათვის მის გადაცემას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება, მოხდეს ,,ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალის” – არამატერიალური კულტურული მემკვიდრების ეროვნული ძეგლის საერთაშორისო დონეზე აღიარება.
,,ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი” – არამატერიალური კულტურული მემკვიდრების ეროვნული ძეგლის სტატუსი უახლოეს მომავალში მიენიჭება.
საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (რომელიც არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები – ასევე, მათთან დაკავშირებული ინსტუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცე) საერთაშორისო მასშტაბით გაცნობა-პოპულარიზაცია. პროექტის დასრულების შემდგომ მოხდება დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის და განხორციელებული სამუშაოების, მოძიებული მასალის გაცნობა სპეციალისტ-მკვლევარებისათვის.

 

ნომინაციის წარმდგენია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი