დღის ბოლოს გუნდმა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში სოლო კონცერტი გამართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის ნიმუშები შეასრულა. კონცერტის მსვლელობისას სცენაზე ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა იმღერეს. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ ანსამბლები: რეხეული და შემოქმედი.
კონცერტის ბოლოს სტუმარ-მასპინძლებმა ერთობლივად „მრავალჟამიერი“ შეასრულეს.გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩევა. მისი ხელმძღვანელები არიან - სერგო ურუშაძე და ნინო რაზმაძე, კონსულტანტები - გიორგი გორდელაძე და თამარ კევლიშვილი.
2018 და 2019 წელს გუნდი საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის გრან პრის (გალობა/სიმღერის კატეგორია) და ოქროს მედლის (გალობა/სიმღერის კატეგორია) მფლობელი გახდა. გუნდს გამოცემული აქვს ორი აუდიოალბომი.

ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ფონდ ქართული გალობისა და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
