Folkloris saxelmcifo centri_logo_Cir_FIN (1)_001

ტრადიცია და სიახლე ქედის რაიონის ხალხურ მუსიკალურ ყოფაში

ქედის რაიონი გამორჩეული მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ტრადიციების გამო, არაერთხელ გამხდარა ქართველ მკვლევართა ინტერესის საგანი. თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური ფოლკლორის მიმართულების არჩევანი შემთხვევითი არც ამჯერად ყოფილა. ხალხური შემსრულებლობის მხრივ ექსპედიციისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სოფლები: ქვედა ბზუბზუ, ქვედა მახუნცეთი, კვაშტა, ვაიო, დოლოგანი, ზემო აგარა, ცხმორისი, კოკოტაური, დანდალო, მეძიბნა, მერისი, და საკუთრივ დაბა ქედა. მთლიანობაში ექსპედიციამ 250-ე ნიმუში ჩაიწერა (ვარიანტების ჩათვლით). ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვქონდა ფოტოფირზე აღგვებეჭდა ქედის რაიონის კულტურის ცენტრის თანამშრომელთა მიერ შეგროვილი, ხელნაწერი ნიმუშები: შელოცვები, ხალხური ლექსები, ანდაზები, გამოცანები, ზღაპრები, მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა სხვადასხვა რიტუალისა და ხალხური ჩვეულების შესახებ (მთლიანობაში 1200-მდე ფოტო). აღვნიშნავ, რომ ადგილობრივი კულტურის სამსახურების თანამშრომლები განსაკუთრებული რუდუნებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ მასალების შეგროვებისა და სისტემატიზაციის საქმეს.

 

 

იხილედ სრულად