3-5 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახემწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე მივლინებული იყო ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
ექსპედიციის მიზანი: ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოსათვის მასალების მოძიება, მთქმელებისა და ავტორმთქმელების გამოვლენა. ეთერ თათარაიძემ მოიარა შემდეგი სოფლები ჯუღაანი, სანიორე, ართანა, ფშაველი, ლალისყური (თელავის რ-ნი); საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, კუწახტა, მატანი (ახმეტის რ-ნი); გრემი, ალმატი, ენისელი. ეროვნული უმცირესობებით - დაღესტნელებით - დასახლებული სოფლები: ჩანტლიყური და სარუსო (ყვარლის რ-ნი). ამ სოფლებში ზედმიწევნითაა დაცული დაღესტნული წესჩვეულებები
სამომავლოდ ხალხური პოეზიის მონაწილეთა შორის იქნებიან: პანკისელი ქისტები, რომლებიც თავიანთი ეროვნული რეპერტუარიდან წარმოადგენენ ფოლკლორულ-ისტორიულ ნარატივს. ანსამბლი ,,აზნაში” შეასრულებს ეროვნულ ცეკვებსა და საგალობლებს...
მივლინება კახეთის რეგიონში გრძელდება
![36710749_10209740540070583_5390171445240266752_n](http://folk.gov.ge/wp-content/uploads/2018/07/36710749_10209740540070583_5390171445240266752_n-885x325.jpg)