436202471_441028004953438_6236427597380859503_n

ბაგრატის საკათედრო ტაძარში სალოტბარო სკოლების 200-მა მოსწავლემ იგალობა


ბაგრატის საკათედრო ტაძარში სალოტბარო სკოლების 200-მა მოსწავლემ იგალობა



ახალი პროექტი ,,გალობის მერცხლები" სალოტბარო სკოლებში გალობის მიმართულების განვითარებასა და ბავშვებში ქართული გალობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.



დასავლეთ საქართველოს 17 სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და ლოტბარები ბაგრატის ტაძარში შეიკრიბნენ. თითოეულმა სკოლამ ქართული ტრადიციული გალობის ორი ნიმუში შეასრულა, შემდეგ კი ერთობლივად ,,შენ ხარ ვენახი" იგალობეს.



პროექტის მეორე ეტაპი სვეტიცხოველში, 19 აპრილს, გაიმართება.



აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეები, მშობლები და ლოტბარები მცხეთის საკათედრო ტაძარში იგალობებენ.