439985773_448592574196981_8149617943826139497_n

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ ,,ლალხორ" - ის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა.

ფოლკოლირს ცენტრის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ ,,ლალხორის'' პირველი სოლო კონცერტი გაიმართა.

...ხალდემდე - ამ სახელწოდების ეთნოგრაფიული წარმოდგენა უძველესი სვანური სიმღერებისა და ფერხულებით ასახავდა სვანურ ყოფას და წეს-ჩვეულებებს.

ანსამბლი ,,ლალხორ" 2021 წელს, პანდემიის პერიოდში, შეიქმნა. დღეს უკვე ანსამბლში 31 წევრია, მათი უმრავლესობა სვანეთიდანაა, ყველაზე უმცროსი 11 წლის ანდრია მხირთარიანია. ანსამბლის შემადგენლობაში ასევე არიან გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

ანსამბლის ხელმძღვანელია ლოტბარი ლიკა ლიპარტელიანი.